[su_quote] ოპოზიცია არც საკუთარ თავს ეკუთვნის, არც საკუთარ ქვეყანას. ეს ადამიანები ყოველთვის ცდილობენ, სხვა ქვეყნის ინტერესები გაატარონ. მათ უბრალოდ ავალებენ, რომ ეს განცხადებები გააკეთონ. ავალებენ, რომ ისე მოიქცნენ, როგორც დღეს იქცევიან. ჩვენ არ გადავდგამთ ისეთ ნაბიჯს, რაც თავიდანვე ვიცით, რომ ჩვენი ქვეყნისთვის დამაზიანებელი იქნება. ევროკავშირის ქვეყნებს, რა თქმა უნდა, სავაჭრო ურთიერთობები გააჩნიათ რუსეთის ფედერაციასთან. სანქციებთან მიერთება კი, ვიცით, რომ ჩვენი ეკონომიკისთვის პრობლემა იქნება. რატომ უნდა გავაკეთოთ ის, რაც დაგვაზიანებს?! [/su_quote]
– განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.