ახალი ამბები მთავარი ციტატა

საქართველოსთვის სტატუსის მინიჭება პოლარიზაციას ვერ დაასრულებს, მაგრამ ფუნდამენტურ ცვლილებას შეიტანს საერთო პოლიტიკურ გარემოში – კობახიძე

[su_quote] ხედავთ, რომ ბოლო ერთი წლის, თვეების განმავლობაში მთავარი თემა, რაზეც რადიკალური ოპოზიცია აგებს პოლარიზაციის კამპანიას, სწორედ კანდიდატის სტატუსია. სამწუხაროდ, ამ მნიშვნელოვან თემასაც კი ბოროტად იყენებენ, რათა პოლარიზაცია გააღვივიონ. ეს არის მთავარი ინსტრუმენტი მათ ხელში, რომლითაც აღვივებენ პოლარიზაციას. რა თქმა უნდა, კანდიდატის სტატუსის მინიჭება ჩვენი ქვეყნისთვის ავტომატურად შეცვლის ამ მდგომარეობას. ბოლომდე ვერ დაასრულებს პოლარიზაციას, მაგრამ არსებით ცვლილებას შეიტანს იმ მდგომარეობაში, რაც დაკავშირებულია პოლარიზაციასთან. ამ კუთხითაც უნდა გვქონდეს იმედი, რომ საბოლოო ჯამში, კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭება. [/su_quote]

– განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მედიასთან ევროკავშირის 212 რეკომენდაციის შესრულების შესახებ ანგარიშის წარდგენისას.

იტვირთბა....