ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

ოკუპანტებმა ხერსონი დაბომბეს – არის მსხვერპლი

უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის ინფორმაციით, რუსულმა საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ქალაქი ხერსონი დაბომბეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა, 2 მშვიდობიანი მოქალაქე კი დაშავდა.

“დღეს, დაახლოებით 6:00 საათზე, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქი ხერსონი დაბომბეს.

ორმა მოქალაქემ – კაცმა და ქალმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება” – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იტვირთბა....