ახალი ამბები მთავარი ციტატა

როცა ოპოზიცია პუტინისტს გეძახის, შეუძლებელია პასუხი არ გასცე – ირაკლი კობახიძე

[su_quote] რაც შეეხება უხეშ რიტორიკას, ძალიან რთული საკითხია, ცალმხრივად ამ პრობლემას ვერ მოაგვარებ, როდესაც მეორე მხრიდან, ოპოზიცია ვისაუბრებ რა თქმა უნდა, როდესაც იქითა მხრიდან ხან პრორუსულს გეძახიან, ხან რუსულს, ხან პუტინისტს და ასე შემდეგ, პასუხი არ გასცე ამ ყველაფერს, შეუძლებელია, აქედან გამომდინარე, რთული საკითხია ამ პრობლემის მოგვარება. ზოგადად ერთი რამე მინდა ვთქვა, სუბიექტურადაც დაინტერესებულია ნებისმიერი ხელისუფლება ნებისმიერ ქვეყანაში, რომ არ ჰქონდეს პოლარიზაცია, რომ მშვიდად მართოს 4 წლის განმავლობაში ქვეყანა. ეს არის არა მარტო ობიექტური ინტერესი, ეს არის ხელისუფლების სუბიექტური ინტერესი, სიმშვიდე არის სუბიექტურად ხელისუფლების ინტერესებში, აქედან გამომდინარე, ნათელია ვის აწყობს პოლარიზაცია. რასაც ეძახიან პოლარიზაციას სინამდვილეში არის რადიკალიზმი, პოლარიზაცია არის ტერმინი, რომელიც პასუხისმგებლობას უბრალოდ ანაწილებს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის. [/su_quote]

– განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მედიასთან 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ ანგარიშის წარდგენისას.

იტვირთბა....