ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

რუსეთის თავდაცვის უწყების მტკიცებით, კიევმა 5 დრონით მოსკოვის რეგიონზე ტერორისტული თავდასხმა სცადა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 4 ივლისს, დილით, უკრაინულმა ძალებმა მოსკოვზე საჰაერო იერიში მიიტანეს.

გავრცელებული ცნობით, რუსულმა საოკუპაციო ძალებმა უკრაინელი სამხედროების მიერ გაშვებული 5 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოადგეს.

“დღეს დილით კიევის რეჟიმის მცდელობა, განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა ხუთი უპილოტო საფრენი აპარატით მოსკოვის რეგიონსა და ახალ მოსკოვში არსებულ ობიექტებზე, ჩაიშალა. აღკვეთილი ტერაქტის შედეგად მსხვერპლი და ნგრევა არ ყოფილა” – აღნიშნულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იტვირთბა....