ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

რუსეთმა სუმის რეგიონზე მორიგი იერიში მიიტანა – არის მსხვერპლი

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა “შაჰიდის” უპილოტო საფრენი აპარატით სუმის ოლქის მიმართულებით თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც 1 ადამიანი გარდაიცვალა, 16 კი დაშავდა.

“სუმის ოლქში აფეთქებების ხმა ისმოდა. რუსული ძალები ქალაქს კამიკაძე დრონებით თავს დაესხნენ. თავდასხმის შედეგად ქალაქის ცენტრში საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა. 11:06 საათზე, უკრაინამ საჰაერო განგაში გამოაცხადა სუმის, ზაპოროჟიეს და დნეპროპეტროვსკის რეგიონებში. მშვიდობიანი მოქალაქეები გააფრთხილეს რუსი ოკუპანტების მხრიდან შესაძლო თავდასხმასთან დაკავშირებით უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით” – აღნიშნულია უკრაინის საჰარეო ძალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იტვირთბა....