ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

ლავროვის მორიგი ბრალდება – რას აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინაზე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი უკრაინას ბრალდებას უყენებს.

მისი თქმით, ზოგიერთი ქვეყანა უკრაინაში სამხედრო პერსონალს აგზავნის დაქირავებული ჯარისკაცების საფარქვეშ.

ლავროვმა აღნიშნა, რომ უკრაინაში 2014 წლის “სახელმწიფო გადატრიალების” დროს, აშშ-ს დაზვერვის, მათ შორის CIA-ს წარმომადგენლები აკონტროლებდნენ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობას.

შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ რუსეთში საქმე აღძრეს უკრაინის მხარეს მებრძოლი უცხოელი ჯარისკაცების წინააღმდეგ. მათ შორის ქართველებიც არიან. სულ 160 საქმეა აღძრული. მებრძოლთა ვინაობა არ კონკრეტდება.

იტვირთბა....