ექსპერტი გიორგი თავდგირიძე მიშა მშვილდაძეზე თავდასხმას ეხმაურება და წერს:
“რა თქმა უნდა გამოჯანმრთელებას და ჟურნალისტური საქმიანობის უფრო ენერგიულად გაგრძელებას ვუსურვებ. მაგრამ ეს ნაციონალების შექმნილი სქემაა, პოლიტიკური ოპონენტებზე ფიზიკური ძალადაობა და დიდი ალბათობით მათ მიერ მომზადებული კუნთმაგარი თანამშრომლებიც იგივეები არიან. ოცნებამ წარმატებით გადმოიღო მზაკვრული სქემაც და ნაძირლებიც ისევ სისტემაში დატოვა. ძალიან მარტივია, ნაციონალებმა ხომ იციან ვის და სად იყენებდნენ, გამოაქვეყნეთ ამ დანაშაულებრივი სქემის შემსრულებლების ვინაობა და მინიმუმ ერთი ძალადობრივი სისტემა აღარ იმუშავებს”.
ცნობისთვის, მიშა მშვილდაძეს ცოტა ხნის წინ ორი პირი დაესხა თავს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.