ახალი ამბები ვიდეო მედია მთავარი პოლიტიკა სამართალი

სასწრაფოდ!!! ინგა გრიგოლიას საგანგებო განცხადება და აჟიოტაჟი სოც-ქსელში (ვიდეო)

ჟურნალისტი ინგა გრიგოლი საგანგებო განცხადებას აკეთებს. ჟურნალისტი მედიასშუალებებს მიმართავს და მოუწოდებს კოლეგებს არ გაასაჯაროვოს და არ დააკონკრეტოს ვიდეომასალასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც მათ ოციალურ ქსელ “ფეისბუქის” საშუალებით პირად შეტყობინებაში მიუვიდათ. საუბარი ინფორმაციაზე, რომლის მხიედვითაც 16:00 საათისთვის რამდენიმე მედიასაშუალების ჟურნალისტს სოციალურ ქსელ “ფეისბიქში” პირადი მიმოწერის „ინბოქსში“ ერთ-ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეომასალა მოუვიდა.

გრიგოლია მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს , უშიშროების სამსახურს და პრპოკურატურას, დროულად აღკვეთონ მომხდარი და გამოიძიონ თუ ვინ ავრცელებს ფარულ ვიდეომასალას მოქმედ ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე.

თემას ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიაც გამოეხმაურა. გვარამიამ ვიდეოების გავრცელებაში ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დაადანაშაულა.

“რა მეგის ქარდავა, შენ ხარ ამ ქვეყნის ყველა დროის ყველაზე დიდი ურჩხული და ბოროტმოქმედი, ბიძინა ივანიშვილო! შენს ფეხ ქვეშ მიწა უნდა იწვოდეს და ასეც იქნება! მძულხარ და ყველაფერს ცუდს გისურვებ და გპირდები შე ბინძურო მანიაკო!

ყველა ერთად უნდა დავდგეთ და გავათავისუფლოთ ქვეყანა ამ დაუნდობელი მონსტრისგან!

#საქართველოივანიშვილისგარეშე!” – წერს გვარამია სოციალურ ქსელში.

“მეტრონომი” მუშაობს ამ თემაზე და ჟურნალისტური ეთიკის დაცვით მოგვიანებით მოგაწვდით დამატებით ინფორმაციას ამ თემაზე.

იტვირთბა....