ახალი ამბები მთავარი სამართალი

„ბავშვი ცუდ მდგომარეობაში იყო… მამა დგას და თავის შვილს აცემინებს“ – შიდა ქართლში მომხდარი ძალადობის ახალი დეტალები

შიდა ქართლიდან გავრცელდება ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ახალგაზრდა კაცი მცირეწლოვან ბავშვებს აჩხუბებდა და მობილური ტელეფონით ვიდეოებს უღებდა.

აღნიშნულ ფაქტს დაკავშირებით „მთავარ არხს“ ინტერვიუ ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა მისცა.

„ამ ბავშვის მამა ტელეფონით იღებდა ვიდეოთი. ბავშვი ცუდ მდგომარეობაში იყო, შეშინებული იყო, მამა დგას და თავის შვილს აცემინებს, ბავშვი ეკითხება თავის დედას შენ არტომ არ დაარტყიო, მე მეშინოდა მაგის. ამხელა ვირი კაცი თან აცემინებს და თან სხვებს ეუბნება ახლოს არ მიხვიდეთო და ხელით ურტყამს სხვებს თან ბავშვებს ვიდეოს უღებდა, ეს ყველაფერი დაფიქსირებულია კამერებზე ჩანს. მაგის მამას პოლიციასთან ახლობლობა აკავშირებს, ერთი ის ვიცი, რომ პოლიცია უნდა მისულიყო და წაერთვა ტელეფონი, სანამ წაშლიდა ვიდეოს. ეს ბავშვი, რომელიც აცემინა, ბირჟაზე დგას ბავშვებთან ერთად. ეს კაცი თავის მანქანით მოდის სახლიდან ბავშვი მოჰყავს და ვიდეოზე ჩანს მანქანა მოდის ბირჟაზე, აჩერებს თავის ბიჭს ეუბნება მიდი ჩადი ახლა, ამ კამერაში ჩანს, თავისი ბავშვი ჩამოდის და ამ ბავშვს დასცხო, მოტოციკლეტიდან გადმოაგდო“, – განაცხადა მან.

შეგახსენებთ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო. კაცი, რომელიც ჩხუბის ვიდეოს იღებდა ამ დრომდე დაკავებული არაა.

იტვირთბა....