შიდა ქართლიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ ახალგაზრდა კაცი მცირეწლოვან ბავშვებს აჩხუბებდა და მობილური ტელეფონით ვიდეოებს უღებდა.
“მთავარი არხის” ინფორმაციით, ინციდენტი კასპის ერთ-ერთი სოფლის ცენტრში, დღის საათებში მოხდა.
“ბავშვები თამაშობდნენ სოფლის ცენტრში, მაღაზიასთან. მოვიდა ჩვენი სოფლის მცხოვრები, თავის 10 წლის ბავშვთან ერთად და უთხრა ეს ბიჭი სცემეო. 9 წლის ბავშვზეა საუბარი. არავინ გააშველოთ თორემ დაგხოცავთო, ყვიროდა და ვიდეოს უღებდა. მიდი, მოკალიო თავის შვილს ეუბნებოდა. 9 წლის ბიჭი ისე სცემა 10 წლის ბიჭმა, საავადმყოფოში გადაიყვანეს და გვიან ღამით გამოწერეს. პოლიციამ იცის ყველაფერი მაგრამ ჯერ კაცი არ დაუკავებიათ”,- გვეუბნება თვითმხილველი.
“მთავარი არხის” ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება დაიწყო