„ფორმულას“ ჟურნალისტი დავით ქაშიაშვილი სოციალური ქსელით თამარ ბაჩალიაშვილის საქმის პროკურორის, სერგო შუბითიძის დაკავებას გამოეხმაურა.
„პირველი ინტერვიუდან 2 თვის შემდეგ, დაკავებამდე რამდებინე საათით ადრე, კიდევ ერთხელ შევხვდი სერგო შუბითიძეს. თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი, ხმაურიანი ინტერვიუს შემდეგ განიცდიდა მძიმე სტრესს, იცოდა რა ელოდა, იცოდა რომ საფრთხეში ჩააგდო ოჯახი. მიუხედავად ბევრი ხილური საფრთხისა, სანამ დააკავებდნენ საზოგაფოებას კიდევ ერთხელ უთხრა რომ არაფერი შეშლია. თქვა რომ შეუთვალეს, უკუეგდო ფაქტები საჯაროდ, ნათქვამი კი აფექტისთვის გადაებრალებინა. მან კიდევ ერთხელ უთხრა საზოგადოებას რომ არაფრის უარყოფას არ აპირებდა.
დააკავეს კახეთში, ოჯახი ამბობს რომ სახლში ღამით შევარდნენ. ფაქტია რაღაც მოხდა იზოლატორში, რის შემდეგაც პროკურატურამ შუბითიძის აღიარება მიიღო“, – წერს ქაშიაშვილი.
შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ შუბითიძემ „ფორმულას“ სკანდალური ინტერვიუ მისცა, სადაც თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიების გაყალბებაზე საუბრობდა.
ამის შემდეგ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. შუბითიძე რამდენჯერმე დაიბარეს გამოკითხვაზე. ის 25 ივნისს მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე დააკავეს. მან ბრალი აღიარა.