ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

როგორც “საზმაუდან“ არ აიწყობა BBC, ისე თსუ-სგან არ გამოვა Harvard

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებს ახალი პოლიტიკური ცენტრის “გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ეხმაურება.

“არა ცენზურას უნივერსიტეტში’ – განწირული მოწოდებაა

სწორია – ’არა სახელმწიფოს უნივერსიტეტში’

ამისთვის კი საჭიროა ეს უნივერსიტეტი აღარ იყოს ’სახელმწიფო’

სსიპ იქნება თუ აიპ – დიდი მნიშვნელობა არ აქვს, სანამ „სახელმწიფოა“, შედეგი უცვლელი იქნება

ასევე არ აქვს მნიშვნელობა პაპავა იქნება თუ გორდეზიანი

„ოდეერის“ ინსტიტუტი საბჭოთა მარაზმია და გასაუქმებელია

მაგრამ თუ „სახელმწიფო“-ს დავტოვებთ,

როგორც საზმაუდან არ აიწყობა BBC, ისე ჯავახიშვილისგან არ გამოვა Harvard

თუმცა, შეგვიძლია გავაგრძელოთ ერთშიც და მეორეშიც ’დირექტორების’ ცვლა, მარეგულირებელ ნორმებში კორექტივების შეტანა და ათობით მილიონის ფლანგვა ყოველწლიურად

ეგეც არჩევანია” – წერს ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, სტუდენტები აპროტესტებენ კანცლერად გიორგი გაფრინდაშვილის დანიშვნას. ამ მოთხოვნით დღეს სამ საათზე უნივერსიტეტში აქციაა დაგეგმილი.

იტვირთბა....