უკრაინაში გაეროს განაღმვის პროგრამის ხელმძღვანელმა, პოლ ჰესლოპმა ჟენევაში რუსების მიერ კახოვკას ჰესის აფეთქების შესაძლო შედეგებზე ისაუბრა.
მისი თქმით, შეიძლება მდინარე დნეპრის დინებას შავ ზღვაში ნაღმები ჩაეტანა.
როგორც გაეროს ექსპერტი აღნიშნავს, საფრთხეს წარმოადგენს საბჭოთა წარმოების მსუბუქი ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები სახელად „პეპელა“, რომლებიც სიმსუბუქის გამო, წყალმა შესაძლოა დიდ მანძილზე წაიღოს განსხვავებით მძიმე ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებისგან.
ჰესლოპმა აღნიშნა, რომ არ არის გამორიცხული, უახლოეს თვეებში ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები შავი ზღვის სანაპიროზე აღმოჩნდეს.
შეგახსენებთ, ოკუპანტებმა კახოვკას ჰესი 6 ივნისს ააფეთქეს. დაიტობა ქალაქი ნოვო კახოვკა.
უკრაინული მხარის ცნობით, ხერსონისა და ნიკოლაევის ოლქებში 5 ადამიანი დაიღუპა. გარდა ამისა, დაკარგულად ითვლება კიდევ 13 ადამიანი.
საერთაშორისო საზოგადოების დიდი ნაწილის მხრიდან, რუსეთის აღნიშნული ქმედება ომის დანაშაულად იქნა აღიარებული.