უკრაინის ოპერატიული სარდლობის – “სამხრეთი” – ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს.
აღნიშნული ინფორმაცია ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციამაც დაადასტურა.
„ახლა ზუსტდება ნგრევის მასშტაბები, წყლის სიჩქარე და მოცულობა, დატბორვის სავარაუდო ადგილები. ყველა სერვისი მუშაობს. ვითარების მონიტორინგი მიმდინარეობს”, – განაცხადა ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ პროკუდინმა.
პროკუდინმა აღნიშნა, რომ წყალი კრიტიკულ დონეს 5 საათში მიაღწევს.
წყალდიდობის საფრთხის წინაშე არიან მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე მდებარე დასახლებები: სოფლები ნიკოლაევკა, ოლგოვკა, ლევო, ტიაგინკა, პონიატოვკა, ივანოვკა, ტოკარევკა, პონიატოვკა, პრიდნეპროვსკოე, სადოვოე და ნაწილობრივ ქალაქი ხერსონი – კუნძული კორაბელი