საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში 14 პირი მიეცა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, კრედიტის უკანონოდ მიღების მიზნით, საქართველოს სხვადასხვა კომერციულ ბანკში სესხის განცხადებები შეავსეს, რომლებშიც მათი ფინანსური მდგომარეობის შესახებ მცდარი ინფორმაცია დააფიქსირეს. ამავდროულად, ფულადი გზავნილების მიღებისა და სამუშაო ადგილის თაობაზე ყალბი ცნობები წარადგინეს, რის შედეგადაც ჯამურად, დაახლოებით 400 000 ლარი უკანონოდ მიიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთას ვადით 2-იდან 5-წლამდე ითვალისწინებს.