ცხოველთა უფლებადამცველის, ია კვანტალიანის განცხადებით, კაცი, რომელმაც წალკაში მიუსაფარი ძაღლი მოკლა, 3 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
შეგახსენებთ, წალკაში ერთ-ერთმა მოქალაქემ ავტომობილიდან მიუსაფარი ძაღლის მიმართ ცეცხლსასროლი იარაღიდან ტყვია გაისროლა, რის შედეგადაც ცხოველი მოკვდა.