aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჭიათურაში ერთ-ერთმა მაღაროელმა თვალები ამოიკერა

aviabiletebi
ავიაბილეთები

10 დღეზე მეტია, ჭიათურის მაღაროს თანამშრომლები გაფიცულები არიან.

რამდენიმე მაღაროელი პროტესტის უმძაფრეს ფორმას მიმართა.

ერთ-ერთმა მათგანმა თვალები ამოიკერა.

„ეს იყო ჩემი პირადი გადაწყვეტილება. მოშიმშილეებს ვისაც ვუთხარი, ლამის ყველა წინააღმდეგი იყო. მინდა, ამით ყველას დავანახო, რომ ერთმანეთის გვერდით ძლიერები ვართ. მე არ მინდა დავინახო „ჯორჯიან მანგანეზი“, არ მინდა დავინახო ეს ხალხი, სანამ ჩვენი საქმე არ მოგვარდება. როცა მოგვარდება, ერთად დავინახავთ ყველა“, – აღნიშნა პროტესტანმა ვიდეოში, რომელიც „მაღაროელმა“ გაავრცელა.

რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთმა მაღაროელმა პირი ამოიკერა.

მაღაროელები ხელფასების 40%-ით მომატებას ითხოვენ, კომპანია კი ამაზე თანახმა არ არის.

იტვირთბა....