ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გორის მუნიციპალიტეტში ადიდებულმა მდინარე ტანამ საბავშვო სკვერთან მისასვლელი ერთადერთი ხიდი ჩაანგრია

ზემო ბოშურში საბავშვო სკვერის არეალი მცირდება. ადიდებულმა მდინარე ტანამ ნაპირები მოანგრია. კალაპოტი სკვერს უახლოვდება.

ჩანგრეულია ის საცალფეხო ხიდიც, რომელიც სკვერთან მისასვლელად მოსახლეობამ თავად გააკეთა. ამჯერად, სკვერი საბოლოოდ უფუნქციოდ დარჩა.

სკვერი გორის მერიამ 2021 წელს გააკეთა.

წყარო – qartli.ge

იტვირთბა....