ახალი ამბები მთავარი ციტატა

სახელმწიფოს მიმართ თქვენი საფუძველს მოკლებული ბრალდებები კანდიდატის სტატუსის მიღებას უშლის ხელს – დარჩიაშვილი ოპოზიციას

[su_quote] არმაზ ახვლედიანი აპრიორი საუბრობდა, რომ ვერ მივიღებთ სტატუსს. ბატონო არმაზ, ეს არის, რაზეც მე ვსაუბრობდი და ეს არის ის, რაც აზიანებს ჩვენს ქვეყანას. თქვენ იმაზე კი არ უნდა საუბრობდეთ, რომ ვერ მივიღებთ და ამას ასეთი სიხარულით ამბობდეთ… ეს ჩვენი საერთო გამოწვევაა. სიხარულით არა უკაცრავად, ენთუზიაზმით თქვით. ეს არის ყველაზე დიდი დამაზიანებელი, ამიტომ ძალიან გთხოვთ, ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენს პარტნიორებს ნუ უქმნით ყალბ აღქმებს. ჩვენ აუცილებლად გავხდებით ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები და ეს არის ჩვენი მომავალი.ქალბატონი ანის [წითლიძის] მთავარი კითხვა არის, რა უშლის ხელს კანდიდატის სტატუსის მიღებას – თქვენი შეფასებები ქალბატონო, ანი. ეს უშლის ხელს, სამწუხაროდ. თქვენი დამოკიდებულება, თქვენი ამ პროცესში არ მონაწილეობა, თქვენი შეფასებები და საფუძველს მოკლებული ბრალდებები ჩვენი სახელმწიფოს მისამართით, თქვენი სკეპტიციზმი და ნიჰილიზმი, რომელიც ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს ეხება. ეს ყველაფერი ერთიანობაში, დიდ სურათში უშლის ხელს. აი, ზუსტად იმ სულისკვეთებით, რომელზეც ბატონი არმაზის საუბრობდა დღეს. ეს უშლის ხელს. [/su_quote]

– განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატის ფარგლებში ვიზიტისას.

იტვირთბა....