ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბარათაშვილის ხიდიდან ავლაბრის მიმართულებით მოძრაობა შეიზღუდება

ბარათაშვილის ხიდიდან ავლაბრის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

ბარათაშვილის ქუჩიდან ავლაბრის მეტროს მიმართულებით საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვა 15:30 საათიდან 17:30 საათამდე, ხიდზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ასფალტის საფარის დაგებას ეხება.

საპირისპირო მიმართულებით გადაადგილება შეზღუდვის გარეშე იქნება შესაძლებელი.

მერიის განმარტებით, ხიდის სავალ ნაწილზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 15 მარტს დასრულდება და ორმხრივი მოძრაობა სრულად აღდგება.

იტვირთბა....