ახალი ამბები ვიდეო მთავარი პოლიტიკა

შს მინისტრის მოადგილე სცემეს (ვიდეო)

რუსული მედიასაშუალებების ინფორმაციის თანახმად,  აფხაზეთში ე.წ. შს მინისტრის მოადგილე სცემეს, თავად მინისტრმა კი აქციის მონაწილეებისგან გაქცევა და შენობაში შესვლა მოასწრო. გაქცეულ ე.წ. მინისტრს, ლეონიდ ძაპშბას, აქციის მონაწილეები დაედევნენ. მათ  შენობაში შეჭრაც სცადეს, თუმცა უშედეგოდ.

აქციის მონაწილეები ე.წ. მინისტრის გადადგომას მას შემდეგ ითხოვენ, რაც სამართალდამცავებმა დრანდის ციხის ყოფილი უფროსი და აფხაზეთის გმირი რუსლან ჯელია დააკავეს, მისი ავტომობილი კი დაცხრილეს.

 

იტვირთბა....