[su_quote] ფსევდოლიბერალიზმს აქვს ერთადერთი პლუსი თავად ფსევდოლიბერალებისთვის – გოიმები გრძნობენ თავს თანამედროვეებად და ე.წ. სვეცკებად, ეს არის, და დადიან მერე ბედნიერები. ეგ არის თავი და ბოლო მათი ქცევის და მავნებლობა და ქვეყნის მტრობა კიდევ მეორე მთავარი მიზანია მაგათთვის. [/su_quote]
– ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ წევრი, მამუკა მდინარაძე უშინ ბრიუსელში პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ გამართულ აქციას.
შეგახსენებთ, გუშინ ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც მას ადგილზე ქართველი მიგრანტები დახვდნენ.
„მონებო”, “რუსებო”, – ასე მიმართავდნენ დემონსტრანტები პრემიერს.