ახალი ამბები მთავარი ციტატა

“აღმოჩნდა ერთ-ერთი ნაციონალი ლგბტ აქტივისტი” – კობახიძე ღარიბაშვილისთვის ბრიუსელში მოწყობილ აქციაზე

რაც შეეხება ბრიუსელში გამართულ აქციას, აქაც აღმოჩნდა ერთ-ერთი ნაციონალი ლგბტ აქტივისტი, რომელიც აქაც აქტიურობდა, წასულა იქ და იქაც აქტიურობს, რეალურად ყველაფერი არის პარტიულად დაორგანიზებული აქციები და ამას რომ არქმევენ აღშფოთებული სტუდენტების და შშმ პირების და ემიგრანტების აქციებს, ეს არის სამარცხვინო. კეზერაშვილის შავი ფულით, ევროპელი პენსიონერებისთვის მოპარული ფულით ფინანსდება ასეთი აქციები ხან სამკაციანი, ხან ორკაციანი, ხან შვიდკაციანი, ხან შეიძლება 20 კაციანი. ეს არის პარტიული კოორდინაცია, ამას ვერავინ დაარქმევს ვერც სტუდენტების, ვერც შშმ პირების, ვერ ემიგრანტების აქციას იმიტომ, რომ ეს არის სისხლიანი ფულით დაორგანიზებული აქცია.

– ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გუშინ ბრიუსელში პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ გამართულ აქციას.

შეგახსენებთ, გუშინ ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც მას ადგილზე ქართველი მიგრანტები დახვდნენ.
„მონებო”, “რუსებო”, – ასე მიმართავდნენ დემონსტრანტები პრემიერს.

იტვირთბა....