სამხრეთის ოპერატიული სარდლობის განცხადებით, გასულ ღამეს რუსულმა საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ქალაქ ოდესაზე საჰაერო თავდასხმა განახორციელდა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა, 7 კი დაშავდა.
“განახლებული ცნობებით, მტერმა ოდესისკენ კალიბრის ტიპის 4 რაკეტა შავ ზღვაში მდებარე გემიდან გაუშვა.
საჰაერო თავდასხმისა და აფეთქების ტალღის შედეგად დაზიანდა ქალაქის ცენტრში არსებული ბიზნეს ცენტრი, საგანმანათლებლო დაწესებულება, საცხოვრებელი კომპლექსი, კვების ობიექტები და მაღაზიები” – აღნიშნეს უწყებაში.