დღეს, თბილისის რამდენიმე უბანს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. როგორც კომპანია „თელასში“ აცხადებენ, შეზღუდვები ვაკის, გლდანის, ისნის, კრწანისის და ნაძალადევის რაიონებს შეეხებათ.
ვაკის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყიფშიძის და გაბაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის II,III, IVა და IVბ მიკრორაიონების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუჯირიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის III მიკრორაიონის, ფონიჭალის დასახლების, ზემო ფონიჭალის, სოფელ თელეთის, თელეთის, ჟორდანიას, სურგულაძის, ლომინაძის და ღოღობერიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
ნაძალავევის რაიონში 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, მოლითის და ახალდაბის ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.