[su_quote] ივნისში იყო მიღებული უსამართლო პოლიტიკური გადაწყვეტილება. ივნისში გვეკუთვნოდა ჩვენ კანდიდატის სტატუსი, შემდეგ ქულებით შეფასებაც გამოაქვეყნა ევროპულმა კომისიამ, ამითაც დადგინდა,რომ ჩვენ ბევრად ვუსწრებთ მოლდოვას, ვუსწრებთ ბოსნიას, ამის მიუხედავად არ მოგვენიჭა სტატუსი, აქედან ჩანს, რომ შარშან ივნისში მიღებულ იქნა უსამართლო გადაწყვეტილება ევროპული საბჭოს მხრიდან, წელს იმედი გვაქვს, რომ ეს გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი.
ზოგადად, პოლიტიკური გადაწყვეტილება სამართლიანი უსამართლო შეიძლება პირობითად იყოს, აქ საუბარია, რომ ჩვენ, ხელისუფლებას, ხალხს, ქვეყანას ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, ჩვენ შევასრულეთ ასევე 12 პუნქტი, მუშაობა სრულდება ივნისის ბოლომდე და იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი სათანადოდ დაუფასდება, როგორც ხელისუფლებას ასევე ქვეყანას და ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს ხალხს. 12 პუნქტი შევასრულეთ, მეტი რა უნდა გაგვეკეთებინა… [/su_quote]
– განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.