ახალი ამბები მთავარი ციტატა

ბრიუსელის სავარძლიდან, კომფორტში მოწყობილები გველაპარაკებიან ბავშვური არგუმენტებით – პაპუაშვილი ევროპარლამენტარებზე

[su_quote] სანქცია დაწესებული იყო რუსეთის მხრიდან და ჩაკეტილი იყო ფრენები. მას შემდეგ, რაც რუსეთმა ეს სანქცია მოხსნა, აღდგა ძველი რეჟიმი, რაც გულისხმობს რომ აღდგა ის ჩარჩო-შეთანხმებები, რომლებიც საქართველოსა და რუსეთს შორის ჯერ კიდევ 2010 წელს იყო გაფორმებული და ამ ჩარჩო შეთანხმების ფარგლებში კომპანიებმა რა თქმა უნდა მიმართეს შესაბამის ინსტიტუტებს ფრენების განხორციელების მიზნით.

როდესაც საუბრობენ რომ თანხმობა იყო საჭირო, რა თქმა უნდა, თუკი საქართველო სანქციას დაუწესებდა, ეს იყო გზა, რომ არ დაგვეშვა ორმხრივი ფრენები. მაგრამ, ამ ადამიანებს მინდა ვკითხო, ვინც ბრიუსელის სავარძლიდან, კომფორტში მოწყობილები გველაპარაკებიან ამ ბავშვური არგუმენტებით, საქართველომ უნდა დაუწესოს თუ არა ორმხრივი სანქციები რუსეთს და ამით მოახდინოს ესკალაცია ურთიერთობის.

ეს აჩვენებს უპასუხისმგებლობას ამ ადამიანების შეფასებებისა და ზედაპირულობას. [/su_quote]

– ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იმ ევროპარლამენტარების შეფასებებს, რომლებმაც ბრიუსელში გუშინ მიმდინარე განხილვისას საქართველო რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო გააკრიტიკეს.

იტვირთბა....