aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ოჯახს მოზარდის ხელს სთოვდა, უარის მიღების შემდეგ კი გოგონა გაიტაცა” – მარნეულში მომხდარი დანაშაულის ახალი დეტალები

aviabiletebi
ავიაბილეთები

მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოში 29 წლის ახალგაზრდამ, მეგობრის დახმარებით, 16 წლის გოგო ცოლად მოყვანის განზრახვით გაიტაცა და მეზობელ სოფელში რამდენიმე დღის განმავლობაში გადამალა.

ადგილობრივთა თქმით, ახლაგაზრდა მამაკაცი გოგონას ოჯახს მოზარდზე ქორწინებას დაჟინებით სთხოვდა, მათი უარის გამო კი მისი მოტაცება გადაწყვიტა.

ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2 პირი დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ ვადით 7-იდან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

არსებული ინფორმაციით, 2 პირის დაკავების შემდეგ მოზარდის მშობლებმა საჩივრის გამოტანა გადაწყვიტეს.

იტვირთბა....