საქართველოს გენერალური პროკურატურას განცხადებით, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ნაფიცმა მსაჯულებმა ბრალდებული დამნაშავედ სცნეს.
საქმე ეხება 2022 წლის სექტემბერში მომხდარ უმძიმეს დანაშაულს, რა დროსაც ბრალდებულმა მსხვერპლს ცივი იარაღით სხეულის არეში ჭრილობები მიაყენა, კვალის დაფარვის მიზნით ცხედარი ნაგვის ურნასთან დატოვა.
როგორც ირკვევა, ბრალდებულს დაზარალებულთან დიდხნიანი ურთიერთობა აკავშირებდა.
“2022 წლის 30 სექტემბერს, მათ ბრალდებულის სახლში იჩხუბეს, რა დროსაც ბრალდებულმა მსხვერპლს დანით სხეულზე დაზიანებები მიაყენა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, გვამი სახლიდან გარეთ გაიტანა და ნაგვის ურნასთან დატოვა” – აღნიშნულია უწყების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის “მ” ქვეპუნქტით მიმდინარეობდა, რაც განზრახვ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში გულისხმობს. დანაშაული სასჯელის სახედ 16 წლიდან 20 წლამდე ან/და უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სასჯელის სახით სასამართლომ ბრალდებულს 20 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.