ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებული კაცი პატიმრობას დღეს თავად ითხოვდა. ეს იყო ერთადერთი სათქმელი, რაც სასამართლო სხდომა ნიკა ლაჩაშვილმა თქვა.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი, პროკურატურის მტკიცებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ნიკოლოზ ლაჩაშვილმა შსს-ს თანამშრომლები ცხედრის კვალზე თავად გაიყვანა.
კიდევ ერთი ახალი დეტალი არის ის, რომ პროკურატურის ინფორმაციით, 31 წლის მამაკაცი დანაშაულის ჩადენის დროს ნარკოტიკული ნივთიერებების თრობის ქვეშ იმყოფებოდა, თუმცა ახლა ამისათვის საჭიროა დამატებითი ექსპერტიზა. კიდევ ერთ ექსპერტიზას ითხოვს დაცვის მხარე.
ლაჩაშვილის უფლებადამცველი ითხოვს, რომ 31 წლის მამაკაცს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდეს. სწორედ ამის შემდეგ დადგინდება, სად მოიხდის სასჯელს ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებული – ციხეში თუ ფსიქიატრიულში.
შემდეგი სასამართლო პროცესი 27 ივლისს, 11 საათზე ჩაინიშნა.
ირკვევა, რომ 31 წლის მამაკაცმა ყოფილი ცოლი, 27 წლის მარიამ მაზიაშვილი მანქანაში ჯერ გაგუდა, კვალის დაფარვის მიზნით გვამი ავტომანქანის საბარგულში მოათავსა, სხვა ტერიტორიაზე გადაიტანა და ხევში გადააგდო. მკვლელობა თბილისში 4 ივნისს მოხდა.