ზურა ჯაფარიძის და ნიკა მოსიაშვილის საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას 14 ივნისს მიიღებს.
დღევანდელ პროცესზე კი შსს-ს თანამშრომლები გამოიკითხნენ.
ჯაფარიძის და მოსიაშვილის თქმით,გამოკითხული პოლიციელები შემთხვევის ადგილზე საერთოდ არ იმყოფებოდნენ.
“სხვადასხვა პოლიციელები მოიყვანეს, რომელთაც არანაირი შემხებლობა არ ჰქონიათ ჩვენთან, გარდა იმისა, რომ მერე მანქანით გადაგვიყვანეს პოლიციის განყოფილებებში, რომლებიც იბრალებენ, რომ თითქოს მათ გასცეს ჩვენი დაკავების ბრძანება.
სინამდვილეში არსებობს უამრავი ვიდეოკადრები , სხვადასხვა რაკურსით გადაღებული სადაც ნათლად ჩანს, რომ ჩვენი დაკავების ბრძანებას იძლევა “ხარება”, [ზვიად ხარაზაშვილი გდდ-ის უფროსი] გომელაურის ძმაკაცი და ჩვენ ფიზიკურად გვისწორდებიან სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები”, – თქვა ჯაფარიძემ პროცესის შემდეგ.
“პოლიციელები ერთმანეთს ურეკავდნენ და ეკითხებოდნენ ეს ხალხი რისთვის გვყავს დაკავებულიო”, – ამბობს მოსიაშვილი.
ცნობისთვის, გამოძიება “გირჩი მეტი თავისუფლების წევრებს” რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავება.