ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ფსიქიკური პრობლემები აქვს, ფსიქიატრიულ კლინიკაშიც გადიოდა მკურნალობას – რას ამბობს ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი?

ადვოკატ, ლევან მარსაგიშვილის განცხადებით, ახალგარზდა კაცს, რომელმაც ყოფილი მეუღლე ავტომობილში თოკით გაგუდა და ხევში გადააგდომ ფსიქიკური პრობლემები აქვს.

“ამ ეტაპზე ბრალის აღიარება, არ აღიარებასთან დაკავშირებით კომენტარს არ ვაკეთებთ. ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ ის არის, რომ მას აქვს ფსიქიკური პრობლემები, ძალიან მძიმე ფსიქიკური პრობლემები აქვს. ფსიქიატრიულ კლინიკაშიც იყო მოთავსებული ორი კვირის განმავლობაში, იქ გადიოდა მკურნალობას და სისტემატურად სვამდა ექიმის მიერ დანიშნულ წამლებს“, – განაცხადა ადვოკატმა.

იტვირთბა....