გამნაღმელები თბილისი ცენტრალშიც მუშაობენ – სავაჭრო ცენტრიდან ევაკუაცია ხორციელდება.
შეგახსენებთ, დღეს, მთელი დღის განმავლობაში ცრუ განგაში იყო “ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში”, სკოლა “ლოგოსში”, კასპის იუსტიციის სახლში, ახალციხის, ზუგდიდის, სენაკის, ბათუმის, თელავის, გურჯაანისა და მცხეთის სასამართლოებში, თბილისის საქალაქო, უზენაეს და სააპელაციო სასამართლოებში, ასევე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ნაღმის არსებობის შესახებ შეტყობინებები შევიდა. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი შენობებიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა. ზოგ მათგანში ბომბი ვერ იპოვეს, ზოგში კი ძებნა ამ დრომდე მიმდინარეობს.