“არანაირად არ არის პოლიტიკური საქმე”, – აცხადებძ იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე “მთავარი არხის” და გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმეზე.
“რაც შეეხება სიტყვა კლანს, ანუ ამ სიტყვაში კატეგორიულად არ გეთანხმებით. საქართველოში არსებობს სასამართლო ხელისუფლება. კლანი არის გარკვეული სუბკულტურის მიმანიშნებელი, კრიმინალური სუბკულტურის და მე ვთვლი, რომ ამ ქვეყნის მოქალაქემ არ უნდა ვისაუბროთ კლანზე… როგორ უნდა იყოს… კარგით რა… სერიოზული კითხვა თუ გაქვთ რამე… [ნიკა გვარამიას საქმე] არანაირად არ არის პოლიტიკური საქმე. [ჟურნალისტი: “აბა რატომ მოუწოდებენ პრეზიდენტს მისი შეწყალებისკენ?”] ბევრმა შეიძლება მოუწოდოს პოლიტიკოსმა. პოლიტიკოსი იმიტომ არის პოლიტიკოსი, რომ გააკეთოს პოლიტიკური განცხადება, ხოლო სამართლებრივ გადაწყვეტილებას იღებს, საბოლოო ჯამში, სასამართლო, – ამბობს ბრეგაძე.