ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლექსანდრ პროკუდინის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს.
დაბომბვის შედეგად, 1 ადამიანი დაიღუპა, 1 კი დაშავდა.
„დაახლოებით დილის 10 საათზე, რუსეთის არმიამ ხელმეორედ გაისროლა რეგიონის ცენტრში – ერთ-ერთ საწარმოს დაარტყეს“ , – აღნიშნა პროკუდინმა.