ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW) რუსეთში ხელისუფლების ამჟამინდელ მდგომარეობაზე წერს.
ინსტიტუტის ანგარიშით, რუსეთმა არ იცის, როგორ უპასუხოს ბელგოროდში განვითარებულ მოვლენებს.
ISW აღნიშნავს, რომ რუსეთის ხელისუფლების სხვადასხვა დონეები ერთმანეთთან კოორდინაციაში არ არიან.
კერძოდ, ISW-ის ინფორმაციით, ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა დაადასტურა, რომ მიმდინარეობდა ნოვაია ტავოლჟანკას შიგნით ბრძოლები მიმდინარეობს, თუმცა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დასავლეთის სამხედრო ოლქის და რუსეთის სასაზღვრო სამსახურის ქვედანაყოფებმა დასახლების მახლობლად დაარტყეს უკრაინულ დივერსიულ და სადაზვერვო ჯგუფს და უკან დახევა აიძულეს.
„რუსული ურთიერთსაწინააღმდეგო პასუხები და ცნობები ბელგოროდის რეგიონში შეზღუდული დარბევის შესახებ კვლავ მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის ხელმძღვანელობას ჯერ არ გადაუწყვეტია როგორ უპასუხოს ამ შეზღუდულ ტრანსსასაზღვრო რეიდებს“, – აღნიშნულია ინსტიტუტის ანგარიშში.