ბათუმის საქალაქო სასამართლომ ხელვაჩაურში ძმის მკვლელობისთვის დაკავებულ რამაზ ლორთქანიძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურის შუამდგომლობა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა სრულად დააკმაყოფილა. დაცვის მხარე 10 ათასი ლარის გირაოს ითხოვდა.
როგორც ცნობილია, მკვლელობის მოტივად ურთიერთშელაპარაკება სახელდება, რომელიც უმცროსი ძმის პირადი ცხოვრებას ეხებოდა. დაკავებულს ბრალად ედება განზრახ მკვლელობა ოჯახის წევრის მიმართ.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.