სამოქალაქო აქტივისტის, ნიკუშა ფარულავას ინფორმაციით, პარლამენტთან პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა:
“პარლამენტთან ვართ, გადაგვიარეს და კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს-მასიურზე წარწერები ჰქონდა ღარიბაშვილს ახასიათებდა, ჯერ მაისური გაახდევინეს, ახლა დააკავეს.
ველოდებით სასწრაფოს.
პ.ს. დაკავებული არასრულწლოვანია”,- წერს ფარულავა.
ასევე ცნობილი ხდება, რომ დაკავებულები არიან საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე ედუარდ მარიკაშვილი, ასევე ნიკა რომანაძე და საბა ბრაჭველი.