ახალი ამბები მთავარი სამართალი

ლაზარე გრიგორიადისის მამის პროცესი – რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ

ცოტა ხანში თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაზარეს მამის, ბექა გრიგორიადისის საქმის განხილვა განახლდება. პროცესის დაწყებიდან მალევე მოსამართლემ შესვენება გამოაცხადა. მიზეზი დაცვის მხარის შუამდგომლობა გახდა.

ადვოკატი მტკიცებულებების მოსაპოვებლად და მოწმეების წარდგენისთვის დროს და პროცესის გადადებას ითხოვდა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა და სხდომა მხოლოდ საათნახევრით გადადო.

სამოქალაქო აქტივისტის მამას პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. პოლიციამ მას პროტესტის გამოხატვის საშუალება არ მისცა, ბექა გრიგორიადისი პარლამენტთან იმ დროს დააკავეს, როცა კარვის გაშლას ცდილობდა.

იტვირთბა....