ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში 7-8 მარტის დემონსტრაციების შედეგად დაპატიმრებული, ლაზარე გრიგორიადისის მამის, ბექა გრიგორიადისის დაკავებას გამოეხმაურა.
„ადამიანს დაუჭირეს შვილი, რომელიც რუსულ კანონს აღუდგა წინ.
ამის შემდეგ უთხრეს, კარავს არ გაგაშლევინებთო, რაც კონსტიტუციური უფლების დარღვევაა. და მერე საერთოდაც დაიჭირეს.
ახლა დგანან და რუსულ სტილში დისკრედიტაციის კამპანია აქვთ გაჩაღებული ამ ადამიანის წინააღმდეგ.
ვითომც არაფერი. მაგარი ქვეყანაა“ , – წერს სანაია.
შეგახსენებთ, ლაზარეს პროკურატურა ზემოაღნიშნული აქციის დროს სამართალდამცავებისადმი ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავება.
ბექა გრიგორიადისი კი გუშინ, პარლამენტთან დააკავეს. ის ლაზარეს მხარდასაჭერ აქციაზე კარვის გაშლას ცდილობდა.