რუსული მედიის განცხადებით, გასულ ღამეს სმოლენსკის ოლქში უკრაინელები გაზისა და ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას უპილოტო საფრენი აპარატით დაესხნენ თავს.
გავრცელებული ცნობით, თავდასხმის შედეგად ადმინისტრაციული შენობა დაზიანდა.
“ტელეგრამ” არხზე გავრცელებული ინფორმაციით, პოჩინკოსვკის რაიონში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში აფეთქება მოხდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია უცნობია.