დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა უკრაინის უსაფრთხოებაზე ისაუბრა და მას კიდევ ერთხელ გამოუცხადა ღია მხარდაჭერა რუსეთის წინააღმდეგ ომში.
„ვეთანხმები NATO-ს გენერალურ მდივანს, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. რაზეც ახლა უკრაინასთან ვსაუბრობთ, არის იმის უზრუნველყოფა, რომ მათ ჰქონდეთ ყველა საჭირო მხარდაჭერა წარმატებული კონტრშეტევისთვის.
გვინდა, დარწმუნებული ვიყოთ, რომ შევქმენით უსაფრთხოების მექანიზმები უკრაინისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში. ამიტომ ძალიან ძლიერ სიგნალს ვუგზავნით ვლადიმერ პუტინს, რომ არსად წასვლას არ ვაპირებთ და გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას არა მხოლოდ ახლა, არამედ მომავალშიც“, – განაცხადა სუნაკმა.