ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

ჩვენ არ ვართ რუსეთის მოკავშირეები უკრაინასთან ომში – ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა CNN primanews-თან ინტერვიუში უკრაინა-რუსეთის ომთან მიმართებით სომხეთის პოზიციაზე ისაუბრა.

„ამის შესახებ ხმამაღლა არასდროს გვითქვამს, მაგრამ, ვფიქრობ, შესამჩნევია, რომ ჩვენ არ ვართ რუსეთის მოკავშირეები უკრაინასთან ომში. ჩვენი შეგრძნება ამ ომისა და კონფლიქტისგან არის შეშფოთება, რადგანაც ის მოქმედებს ყველა ჩვენს ურთიერთობაზე”, – განაცხადა ფაშინიანმა.

სომხეთის პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ „დასავლეთში ამჩნევენ, რომ ჩვენ რუსეთის მოკავშირეები ვართ, უფრო მეტად ამას ამჩნევენ. რუსეთში კი ხედავენ, რომ ჩვენ არ ვართ მათი მოკავშირეები ამ ომში. გამოდის, რომ ჩვენ არავის მოკავშირეები არ ვართ და ამიტომ დაუცველები ვართ. მეჩვენება, რომ ყველა ამ შეტაკებისგან თავის არიდება შესაძლებელია, თუმცა სიმართლე ისაა, რომ რაც უფრო რთული ხდება სიტუაცია, მით უფრო ვიწროვდება ასეთი შესაძლებლობა”.

იტვირთბა....