უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წინასწარი ინფორმაციით, გვიან ღამით რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კიევს 5 ფრთოსანი რაკეტითა და ირანული წარმოების 18 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს.
უწყების განცხადებით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის მიერ გაშვებული ყველა რაკეტა და უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.