ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

„მნიშვნელოვანი ამბები რუსეთ-უკრაინიდან” – გიორგი კობერიძე

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე რუსეთ-უკრაინის ომის სიახლეებზე საუბრეობს.

„მნიშვნელოვანი ამბები რუსეთ-უკრაინიდან:
პრო-უკრაინული საჯარისო ფორმირებები ბელგოროდის რაიონში შებეკინოს მიმართულებით საზღვარი გადაკვეთეს და რუსეთის ტერიტორიაზე შეტევაზე გადავიდნენ. შებეკინო ბელგოროდის ოლქში სიდიდით მეოთხე ქალაქია და უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში მდებარეობს. ქალაქი ბელგოროდისაკენ მიმავალ ცენტრალურ მაგისტრალზეა გაშენებული.
ამასთან, შებეკინო და მისი შემოგარენი ძალიან დიდი ინტენსივობით იბომბება. საბრძოლო მოქმედებებში ჩაბმულია “თავისუფალი რუსეთის” და უკრაინის მხარეს მებრძოლი რუს მოხალისეთა დანაყოფი.
არის თუ არ ამ შეტევის მიზანი შებეკინოს აღება – რომლის ევაკუაციაც გუშინ დაიწყო – თუ კიდევ ერთი დივერსიული და კონტრშეტევისწინა მოსამზადებელ სამუშაოსთან გვაქვს საქმე, არაა ცნობილი.
როგორც არ უნდა იყოს, ადრეც დავწერე და ახლაც გავიმეორებ, ომიდან წელიწადნახევრის შემდეგ ომმა რუსეთის ტერიტორიას მიაღწია და მოსკოვის დაბომბვაც აღარაა საოცრება. 2022 წლის 23 თებერვალს ვინმეს რომ ეს ეთქვა ყველას გაეღიმებოდა“ , – აღნიშნავს კობერიძე.

იტვირთბა....