ახალი ამბები მთავარი სამართალი

იარაღით სროლა ხალხის თვალწინ და დაჭრა ვაკეში – პროკურატურამ ერთ პირს ბრალი წაუყენა

საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებით, კაფე “სტრადაში” მომხდარი მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგი ტარების ფაქტზე, ერთ პირს ბრალი წაუყენეს.

უწყების ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიების თანახმად დადგინდა, რომ თბილისში, 25 მაისს, მოსაშვილის ქუჩაზე მდებარე კაფეში, შენახვის უფლებით რეგისტრირებული ცეცლხსასროლი იარაღიდან ბრალდებულმა ერთ პირს დაზიანება მიაყენა.

“დროული სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად, დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა. ინციდენტის დროს, ასევე საფრთხე შეექმნა კაფეში მყოფი სხვა პირების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას” – აღნიშნულია უწყების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს, რის შემდეგაც ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდება.

იტვირთბა....