ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ლელოს” წევრებმა პარლამენტთან ევროკავშირის დროშა მიიტანეს

პარლამენტთან, სადაც გასული წლისგან განსხვავებით, 26 მაისის აღსანიშნავად EU-ს დროშა აღარ გადმოფინეს, “ლელო საქართველოსთვის“ წევრები მივიდნენ და ევროკავშირის დროშა მიიტანეს.

“მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს, ყველა ქალაქში, სადაც კი 26 მაისს გავლენ საზეიმო ღონისძიებაზე, აუცილებლად თან იქონიონ ევროკავშირის დროშა… ასევე, საკუთარი აივნებიდან გადმოფინონ ევროკავშირის დროშა და აჩვენონ “ქართულ ოცნებას”, რომ ჩვენ გაკეთებული გვაქვს უკვე არჩევანი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაშიც არის ასახული“ – თქვა ირაკლი კუპრაძემ.

ცნობისთვის, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ოცნების” ხელისუფლებამ საკანონმდებლო ორგანოზე ევროკავშირის დროშა აღარ გადმოფინა.

იტვირთბა....