საგარეჯოს მუნიციპალიტეტში,სოფელ გომბორის მიმდებარედ, ივრის ჰესში გარდაცვლილი ქალის ცხედარი იპოვეს.
50 წლამდე ქალი, სავარაუდოდ, უზბეკეთის მოქალაქეა. თვითმხილველების თქმით, ცხედარს ძალადობის კვალი აღენიშნება.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სამართალდამცველებმა მკვლელობის ბრალდებით, 60 წლამდე კაცი დააკავეს, რომელთანაც ქალი წლების განმავლობაში ცხოვრობდა.
არსსბული ინფორმაციით, ქალის მკვლელობის სავარაუდო მოტივად, ფინანსური ინტერესი სახელდება.შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.