ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ტაქსის მძღოლი მდინარის პირას მიიყვანეს, მოკლეს და სანაპიროზე დამარხეს, მანქანა კი დაშალეს – შემზარავი დანაშაულის ახალი დეტალები

შემზარავი მკვლელობა მარნეულში – ტაქსის მძღოლი ჯერ თბილისიდან გაიტაცეს, შემდეგ კი მოკლეს.

მოკლული 53 წლის შოთა ლორიაა.

არსებული ინფორმაციით, ტაქსის მძღოლი, მდინარე ხრამის სანაპიროზე მიიყვანეს, მოკლეს და სანაპოროზე დამარხეს, მანქანა კი დაშალეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულ კაცს ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ.

პოლიციამ ორივე ბრალდებული უკვე დააკავა. მათ შორის ერთ-ერთი, არასრულწლოვანია

შსს-მ გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სასჯელის სახით 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იტვირთბა....